2018 წლის 3 თვეში კომერციული ბანკების სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 16,9%-ით გაიზარდა.კომერციული ბანკების 2018 წლის პირველი კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, 3 თვეში ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვების ოპერაციებიდან 63 მილიონ 515 ათას 675 ლარის მოგება მიიღეს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მიღებული მოგების მოცულობამ 54 მილიონ 300 ათას 65 ლარი შეადგინა. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ყველაზე დიდი 28 მილიონ 877 ათას 549 ლარის მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო; მას მოსდევს "საქართველოს ბანკი" - 20 მილიონ 674 ათას 637 ლარიანი მოგებით; მე-3 ადგილზე კი 4 მილიონ 79 ათას 144 ლარის მოგებით "ვითიბი ბანკია".