მიმდინარე წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 218 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 53 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 164 მილიონ 600 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 30 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 30 მილიონ 600 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში 7 მილიონ 100 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 5 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.