მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 200 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 8 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 191 მილიონ 500 ათასი ლარი იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 27 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 20 მილიონ 900 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისის მდგომარეობით, 6 მილიონ 300 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა.