02:38
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
18-04-2019

დღეიდან ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 28%-მდე გაეზრდებათ. აღნიშნული ცვლილება ეროვნულმა ბანკმა 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა აპრილსა და მაისში ეტაპობრივად, ჯერ 3%-ით და შემდეგ 2%-ით 25%დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება.

ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უკანასკნელად 2016 წლის 16 ივნისს შეცვალა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები