2019 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 67 მილიონ 755 ათასი ლარი შეადგინა, რაც 792 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2018 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 68 მილიონ 547 ათასი ლარი იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში, ბანკების შემოსავლებმა 352 მილიონ 7 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 276 მილიონ 926 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, იანვარში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8 მილიონ 794 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა კი 25 მილიონ 716 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 27 მილიონ 503 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.