2019 წლის იანვარ-აპრილში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ 4 ათას 155 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2018 წლის 1-ელ 4 თვეში სებ-ში შესული საჩივრების ოდენობა 2 ათას 133-ს შეადგენდა.2019 წლის საანგარიშო პერიოდში ბანკების მიმართ 2 ათას 762 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 71,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.რაც შეეხება მისო-ებს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მისო-ებთან დაკავშირებით 395 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს და პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.