2018 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ 6 ათას 859 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც თითქმის 81% კომერციულ ბანკებზე მოდის. კერძოდ, გასული წლის 11 თვეში ბანკების მიმართ 5 ათას 541 საჩივარი შევიდა. მხოლოდ ნოემბერში კი ბანკების მუშაობით უკმაყოფილო 699 ადამიანი იყო, რაც 127%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში, შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებსა და მომსახურებას უკავშირდება. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, გასული წლის 11 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით ათას 318 პრეტენზია დაფიქსირდა. მხოლოდ ნოემბერში კი 112 საჩივარი შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 95 საჩივარი სამომხმარებლო სესხზე დაფიქსირდა, 7 - მომენტალურ განვადებაზე.