კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, მილიარდ 68 მილიონ 560 ათასი ლარით ანუ 3.87 %-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 28 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 418 მილიონ 980 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649 მილიონ 580 ათასი ლარით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.17% შეადგინა. 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.15 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.