2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 229 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 47 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 13 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 21 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აგვისტოში 6 მილიონ 500 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7 მილიონ 600 ათასი ლარი იყო