2020 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 222 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 56 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 165 მილიონ 600 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 7 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 21 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში მილიონ 500 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 16 მილიონ 800 ათასი ლარი იყო.