2020 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 216 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 38 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 177 მილიონ 900 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 12 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 26 მილიონ 100 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 5 მილიონ 700 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.