ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა უკვე განმარტა, თუ რატომ ვერ დაესწრება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკომიტეტო მოსმენას, სადაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მიდის. მისი თქმით, "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, ფიზიკური პირების დავა გრძელდება, შესაბამისად, საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.