ამერიკის ბანკმა იანვარში სამი ავტომატიზირებული განყოფილება გახსნა, რომლებიც პერსონალის გარეშე ფუნქციონირებს. ბანკის ახალ ოფისებში კლიენტებს შეუძლიათ არა მხოლოდ ბანკომატების გამოყენება, არამედ საკრედიტო ბარათის შეკვეთაც, იპოთეკის გაფორმება და ავტოკრედიტის მოთხოვნა. ამერიკის ბანკის სხვა ფილიალების თანამშრომლები კლენტებს ვიდეოკავშირის მეშვეობით აღმოუჩენენ დახმარებას.
ამერიკის ბანკის ხელმძღვანელთა განცხადებით, პერსონალის გარეშე მომუშავე ოფისების გახსნა ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ავტომატიზირებული ოფისები ჩვეულებრივი პერსონალით დაკომპლექტებული ფილიალების დაახლოებით მეოთხედია.