ამერიკულ მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ს ნასამართლეობის მქონე ადამიანების დასაქმება სურს. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს, თუმცა აღნიშნული ნასამართლეობის მქონე ადამიანებზე არ ვრცელდება.
როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა კვირის დასაწყისში განაცხადა, სურთ პოტენციური თანამშრომლების რიგები გააფართოვონ. მათ საწყისი დონის ვაკანტურ ადგილებზე ნასამართლეობის მქონე თანამშრომლები უკვე აიყვანეს.
ბანკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები 78-დან 87 მილიარდ დოლარამდე მთლიან შიდა პროდუქტს კარგავს, იმის გამო, რომ სამუშაო ძალიდან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს გამორიცხავს. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა რეციდივს ამცირებს.