დედაქალაქის მერიამ, შესაძლოა, ბანერებზე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ბევრი მესაკუთრე კანონს არღვევს, როდესაც უცხოენოვან წარწერასთან ერთად ბანერებზე ქართულ წარწერებს არ ათავსებს. მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ასეთი ფაქტების მიმართ მკაცრი იქნება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზედამხედველობის სამსახურმა უკვე მიიღო დავალება, რომ მესაკუთრეს გონივრული ვადა მისცენ, რათა ამ კუთხით რაღაც დროის განმავლობაში ცვლილებები იქნას განხორციელებული.