სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ბილბორდებზე მმართველი გუნდის ლიდერების ფოტოსურათების გამოსახვას მესამე სექტორშიც ეხმაურებიან. როგორც საიაში აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ ბილბორდის დამზადებისა და განთავსების თანხები „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო, ეს უკანონო შემოწირულობად ჩაითვლება, რადგან კანონით, პარტიას უფლება არ აქვს, შემოწირულობა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ განახორციელოს.„სამართლიანი არჩევნებში“ კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი გზავნილია. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ საკითხი, თუ ვის მიერ მოხდა ბილბორდების დამზადება- განთავსების დაფინანსება, აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს. არასამთავრობოების შეფასებით, საარჩევნო კამპანია ძალიან უცნაურად და გაუგებრად განვითარდა.