ბანაობა აიკრძალა- შავი ზღვის სანაპირო ზოლში ისევ შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ზღვაში შესვლა აკრძლალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. უამინდობა 13 აგვისტომდე გასტანს