ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 30-მდე ბელარუს თანამდებობის პირს, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს, სანქციებს უწესებენ, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. სანქციები პირებისთვის, რომელთაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებენ, გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვსურდა მშვიდობიანი დიალოგი და შეთანხმება ბელარუსის რეჟიმსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ ვხედავთ, რომ რეჟიმი ამისთვის მზად არაა. ვხედავთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ და სხვა ქვეყნებს მაგალითი ვუჩვენოთ,“- აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
მისივე თქმით, სია, შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს.