თბილისის მინერალური წყლების უნიკალური თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ 30 წლებში ფიზიოთერაპევტისა და კურორტოლოგის მისეილ ზანდუკელის თაოსნობით შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე დაახლოებით 4კმ.უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. მინერალური წყლები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისის სპა" გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს. თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები.აღსანიშნავია,რომ ბალნეოლოგიურ კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში.2010 წელს ცენტრს მიენიჭა ხარისხის ნიშანი, 2011 წელს კი გაიმარჯვა ნომინაციაში: "წლის საუკეთესო ტურისტული გამაჯანსაღებელი საწარმო".