Balenciaga 2018 წლის მეოთხე კვარტლის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტანსაცმლის ბრენდებს შორის დასახელდა. კერძოდ, Lyst Index-ის რეიტინგში მან მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდი Gucci-ი აღმოჩნდა, მან ლიდერობა ბრენდს Off-White-ს წაართვა, რომელიც 2018 წლის დასაწყისში ნომერ პირველ ტანსაცმლის ბრენდად დასახელდა. წლის შეფასებისას კი მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მესამე ადგილზე მოხვდა Balenciaga, რომელიც გასულ პერიოდში უამრავმა ცნობილმა სახემ, მათ შორის, მიშელ ობამამ მოირგო. შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ქართველი დემნა გვასალიაა.
ცნობისათვის, Lyst Index რეიტინგებს ონლაინ-შოპინგისა და ყოველთვიური სტატისტიკების ანალიზის შედეგად აჯამებს.