ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე მიღებული ტრავმების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 22 წლის მოთხილამურე ბაკურიანიდან გორში გადაიყვანეს.როგორც „გორმედის“რეანიმაციული დეპარტმანეტის ხელმძღვანელმა, დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, პაციენტს ფილტვის დაჟეჟილობით ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და წვივის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია