ბაკურიანში ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავებული ორი ქვეითად მოსიარულე მოქალაქიდან ერთ-ერთი - 30 წლის ქალი გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. "გორმედის“ ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.