საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ბაკურიანში ახალი სასტუმრო "ბაკურიანი ინნ" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ. პროგრამის მხარდაჭერით დამატებით 154 ნომერი შეიქმნა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. სასტუმროში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
სასტუმრო "ბაკურიანი ინნ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.