ბაქოში, სავაჭრო ცენტრ "სადარაქში" ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქში დილით ადრე მოხდა. ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლის ჩაქრობაში რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და 2 ვერტმფრენი მონაწილეობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამწვარია სულ მცირე 60 მაღაზია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.