დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში ძიუდოს გრანდ სლემი იწყება. ტრადიციულად საქართველოს ნაკრები ტურნირზე სოლიდური რაოდენობით, 11 სპორტსმენით წარდგება, საიდანაც 9 ვაჟი და 2 ქალია. ტურნირში მონაწილეობას 57 ქვეყნის 431 სპორტსმენი მიიღებს.