ბაქოში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სულ მცირე 20 ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქცია დედაქალაქის ადმინისტრაციასთან გაიმართა.
"დაგვიბრუნეთ პროტესტის უფლება", "პატივი ეცით კანონს", - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. აქცია სანქცირებული იყო, თუმცა, პოლიციამ მხოლოდ 50 აქტივისტს მისცა შეკრების ადგილზე მისვლის უფლება, დანარჩენს კი არა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. სწორედ აღნიშნულ მომნენტში დააკავეს აქტივისტების ნაწილი.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოგვიანებით დაკავებულები გაათავისუფლეს.
აზერბაიჯანში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 მილიონს შეადგენს, საპროტესტო გამოსვლები იშვიათია.