ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ახალი ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ტრანსპორტირება განხორციელდა თურქეთიდან ახალქალაქში, სადაც რკინიგზის სადგურში ვაგონებს გამოუცვალეს ურიკები, შემდეგ კი გზა გაგრძელდა აზერბაიჯანისაკენ.
რაც შეეხება პროდუქტს, ამჯერად 250 ტონა ფოლადის მილის, 100 ტონა პლასტიკატის მილის და 600 ტონა ბეტონის სვეტი იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ თრქეთიდან საართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის იმპორტი 2019 წლის ივნისში განხორციელდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა.