ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 პროცენტი შესრულებულია. საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა გარკვეული ნაწილის ელექტროფიცირება, მოსამზადებელია საბაჟო და სანიტარული სამსახურები. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა ექსპლუატაციაში. პროექტის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული. თითოეული მატარებელი . პროექტის თანახმად, სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მთლიანობაში - 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს, 4 თოვლდამცავ გალერეას და საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, 775 მილიონ დოლარს შეადგენს.