ბახტრიონის ქუჩაზე #42 მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანმა მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღო და მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. როგორც „პალიტრანიუსს“ ავტობუსის მძღოლმა განუცხადა, მიკროავტობუსი გზაზე იყო გაჩერებული და აწეული ჰქონდა საბარგულის კარი, რომელიც დროულად ვერ შეამჩნია, ხოლო დანახვისას მანევრირება ვერ მოასწრო, რამაც შეჯახება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდა.