საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, ასევე პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დატოვოს.
მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.