პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ძალიან მძიმე დანაშაულშიც - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს. სამადაშვილის თქმით, მათ ფრაქციასთან შეხვედრაზე ბახტაძემ დაადასტურა, რომ მიიღო მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით. ბრალდებაზე ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე წინა დღეს უკვე გასცა ამომწურავი პასუხი.