პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი შეღავათები დაწესდება, რაც ქართული პროდუქციის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება. ბახტაძემ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრისას მაგალითად, ფარმაციის სფერო მოიყვანა და აღნიშნა, რომ ფარმაციის იმპორტიორები უფრო ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები, რაც სრულიად მიუღებელია.
შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ადგილობრივი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.