ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გიორგი გიორგანაშვილს ბრალი არედგინა - ამის შესახებ განცხადება,კრიმპოლის წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, ირაკლი ქორიძე გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას შეუთანხმდა, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამცველებმა ხულორდავას ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოიღეს.მამუკა ჭელიძის თქმით, საქმეში არსებობს ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები.