ადვოკატ გიორგი მახარაძის ინფორმაციით, მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა იგივე ბახალამ პოლიციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა და სწორედ ამიტომ დაკავებით დასაჯეს. როგორც მან განაცხადა, გიორგანაშვილის დაკავების საქმე იდენტურია, როგორც ყველა "ჩადების" შემთხვევაში ხდება და საქმეზე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება დევს. მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ გიორგანაშვილს პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღმკვეთის მიმართულებით. გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.