არანაირ კომპრომისმზე წასვლას არ ვაპირებ, - აცხადებს მსახიობი ბახალა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის აუცილებად ეცდება დაასრულოს „ავადმყოფური სისტემა“ . „მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის დისკრედიტაციას“ - ამბობს განსასჯელი. გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი შსს-მ ორშაბათს წაუყენა, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე პატიმრობას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც გიორგი გიორგანაშვილის საქმის პროკურორმა ირინა ჩოჩიამ განაცხადა გიორგანაშვილის როლი ამ საქმეში საზღვარგარეთ ნარკოტიკების შეძენა და ხულორდავასთვის გადაცემა იყო.