ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის სააპელაციო განხილვა დაიწყო. საქმეზე, რომელზეც მსახიობს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული დღეს პირველი პროცესი ტარდება, თუმცა, შესაძლოა, სხდომა ადვოკატის მოთხოვნით გადაიდოს.როგორც გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ განუცხადა, მსახიობის ახალი ბრალიდან გამომდინარე, შესაძლოა სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარედგინოს. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 2 აპრილს კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. ამჯერად მას გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.