22:41
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ბაიერნმა" ბავარიულ BMW-ს უარი უთხრა
21-01-2020

საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის „ბაიერნმა“ კომპანია Audi-სთან კონტრაქტი კიდევ 5 წლით გააგრძელა. შესაბამისად, Audi კვლავ დარჩება ამ ბავარიული გუნდის სპონსორად. კონტრაქტი გათვლილია 2025 წლამდე, გაგრძელების პერსპექტივით.

ჯერ კიდევ 1 წლის წინ ისე ჩანდა, რომ ეს ბავარიული კლუბი და Audi ახალ კონტარქტს არ გააფორმებდნენ და ახალ სპონსორად  ადგილობრივი BMW მოიაზრებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. საფეხბურთო კლუბმა მორიგ ჯერზე მიუნხენურ კომპანიას უარი უთხრა.

FC Bayern München-სა და Audi-ს შორის კონტრაქტი 500 მილიონ ევროს შეადგენს, ის გაწერილია წლიურად 50 მილიონზე და ამას ასევე  წლიურად 15-მილიონიანი ბონუსიც ემატება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები