"არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიუნხენის ბაიერნში არ იმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით ვენგერმა თავად დაურეკა მიუნხენური კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და თავისი სამსახური შესთავაზა. როგორც იტყობინებიან, სავარაუდოდ გუნდს ზაფხულამდე ჰანს-დიტერ ფლიკი უხელმძღვანელებს.შეგახსენებთ, რომ ვენგერის გარდა ბაიერნის მისამართით ამ დღეებში არაერთი გვარი გაისმა, მათ შორის იყო ჟოზე მოურინინიო, ერიკ ტენ ჰაგი, რალფ რანგნიკი და სხვა.