ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკული ინვესტიციების აკრძალვის შესახებ იმ 60-მდე ჩინურ კომპანიაში, რომლებიც ამერიკის უსაფრთხოებას ემუქრებიან.
ბრძანება, რომელიც ამერიკელებისთვის ამ კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენას კრძალავს, ძალაში 2021 წლის 2 აგვისტოდან შევა.
„შავ სიაში„ მოხვედრილ კომპანიებს შორის მოხვდნენ: უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო გლობალური კომპანია Huawei Technologies-ი, აგრეთვე, მიკროელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Semiconductor Manufacturing International Corporation (SMIC), ავიატექნიკის მწარმოებელი Aviation Industry Corporation of China (AVIC) და სხვ.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბრძანება 2020 წლის 12 ნოემბრის განკარგულების გაგრძელებაა, როცა ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი საფრთხედ გამოცხადდა და საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.