აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ერთგულებას ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცების მიმართ, მათ შორის ნატოსა და შეერთებული შტატების ევროკავშირთან პარტნიორობით გზით.
ორი ლიდერი კლიმატის ცვლილებებისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე შეთანხმდა. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, ერთად იმოქმედონ ახლო და შუა აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით, განსაკუთრებით ირანის ბირთვული შეიარაღების საკითხზე.
ბაიდენმა და მაკრონმა პირობა დადეს, რომ ერთად იმუშავებენ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, რუსეთსა და დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე.