ფორმულა 1-ის მეორე ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბაჰრეინის ხელისუფლებამ, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში კორონავირუსის შეღწევას ხელი შეუშალოს.
ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარება არ შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების პერსონალს და ორგანიზატორებს.
რბოლა სატელევიზიო ეთერში ჩვეულებრივად გადაიცემა. საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა ვიეტნამის დიდი პრიზის საკითხი. ქვეყანა აცხადებს, რომ ისტორიაში პირველ ვიეტნამურ რბოლას გრაფიკის შესაბამისად ჩაატარებს. ის 4 აპრილს, ხანოიში გაიმართება.