ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამივე სამხედრო გერმანიაში წუხელ გადაიყვანეს. უწყებასჰი განმარტავენ ჯერჯერობით კვლავ მძიმეა დაჭრილი უფროს ლეიტენანტის ივერი ბუაძის მდგომარეობა. მას შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდეს. „ექიმების კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ბუაძეს კიდევ ერთი ოპერაცია. რაც შეეხება დაჭრილ კიდევ ორ ქართველ სამხედროს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადეს სამინისტროში. უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია 7 სექტემბერს ჩაუტარდა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. შედედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.