ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში გუშინ გამართული მოლაპარაკებისას ცნობილი გახდა, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის განაპირას ორი დღის წინ ადგილობრივი მცხოვრები, 45 წლის კობა ხუბულაშვილი დააკავეს.ხუბულაშვილი ამ დრომდე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში რჩება. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ მას ბრალი დასდო დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და ჯარიმის სახით 2 000 რუსული რუბლის გადაეხდა დააკისრა.