სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს, მოეწყო მილხიდები და წყალსარეგულაციო კვანძები. გაიწმინდა წყალმიმყვანი და გამანაწილებელი არხები ჯამში 3,2 კმ. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფ. ფერსათისა და ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.