ბაღდადში ტერაქტს სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის სამხრეთ ნაწილში სატვირთო მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. სამართალდამცველების ცნობით აფეთქების შედეგად დაღუპულთა გარდა, 60-მდე დაშავებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.