ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქებამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 45-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქება ძირითადად შიიტურ დასახლებაში მოხდა. კერძოდ კი ხალხმრავალ სავაჭრო ტერიტორიაზე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარში ეგრედ წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ ხელს ხედავს.