ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს შენობას სამი რაკეტა დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სადილის დროს საელჩოს კაფეტერიაში ჩამოვარდა. როგორც ერაყელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.
"როიტერსის" ინფორმაციით, საელჩოს ერთი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც დაშავებულია სამი ადამიანი.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელაბდელ მაჰდიმ და პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ალ-ჰალბუსიმ ინციდენტი დაგმეს და განაცხადეს, რომ ის მათი ქვეყნის ომში ჩათრევის რისკს ჰქმნის.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაკეტა ბაღდადში, უშუალოდ აშშ-ის საელჩოს შენობას დაეცა.