ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მოხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება. ბაღდადის ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.