ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების გადაადგილება აღდგა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული ზონის გამაგრებითი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც პრევენციული ზომების მიღება გახდა საჭირო.
ღამით მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ესწრებოდა.