თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები საქალაქო სასამართლოს შენობის წინ აქციების გამართვით იმუქრებიან. დირექტორების ადვოკატის ბექა კვინიკაძის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ საბავშვო ბაგა-ბაღებიდან დირექტორები 2016 წლის მარტში გაათავისუფლა. 11-მა დირექტორმა სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატის თქმით, ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ გათავისუფლებული დირექტორების ერთობლივი სარჩელის მიმართვის მიზეზი არ არსებობდა.